ტრაგედია გურიაში - 23 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხის გამო შეიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა

ტრაგედია გურიაში - 23 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხის გამო შეიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა

17-07-2025 13:57
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 1410

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­რი­ა­ში. ლან­ჩხუთ­ში 23 წლის თორ­ნი­კე წი­ლო­სა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

"დღეს ცრემ­ლე­ბის წვი­მა წა­მო­ვი­და ჩვენ პა­ტა­რა ლან­ჩხუთ­ში, ენა ჩაგ­ვი­ვარ­და, მხო­ლოდ ყვი­რი­ლი შეგ­ვეძ­ლო, გე­ძახ­დით, მამი… ლან­ჩხუთს 23 წლის თორ­ნი­კე წი­ლო­სა­ნი არ ჰყავს" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ambebi.ge-ს უყვებიან, ახალ­გაზ­რდა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე (ლიმ­ფო­მა) და­უდ­გინ­და.

"გლო­ვობს მთე­ლი ლან­ჩხუ­თი. უკარ­გე­სი ოჯა­ხის შვი­ლი, თორ­ნი­კე წი­ლო­სა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­ღუ­პა. სი­ცხე ჰქონ­და მა­ღა­ლი და ამ ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და, მი­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და და­უდ­გინ­და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ლიმ­ფურ სის­ტე­მა­სა და ძვლის ტვინს. მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი დაშ­ლი­ლი ჰქონ­და. მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის, არა­ფერს უჩი­ო­და.

41 ჰქონ­და სი­ცხე, როცა კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს. ერთი კვი­რაც ვერ იცო­ცხლა ამის შემ­დეგ. სიმ­სივ­ნე მო­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ყველ­გან, ფილ­ტვზე, ღვიძლზე. ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. უკარ­გე­სი ახალ­გაზ­რდა დაგ­ვაკ­ლდა. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობ­და სა­გან­გე­ბოს უსაფრ­თხო­ე­ბა ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­მა­მი­სიც სა­მაშ­ვე­ლო­ში მუ­შა­ობს" - გვიყ­ვე­ბი­ან ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი.

წყარო: ამბები ჯი



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე