ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მალხაზ გოშუა დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.