“სარდაფში ჩავარდა და დაიღუპა” -  უბედურ შემთხვევას 10 წლამდე გოგო ემსხვერპლა

“სარდაფში ჩავარდა და დაიღუპა” - უბედურ შემთხვევას 10 წლამდე გოგო ემსხვერპლა

15-06-2025 18:27
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1053

თბილისში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

გოგონას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 10 წლამდე გოგონა სარდაფში ჩავარდა და დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სკოლაც, რომელშიც არასრულწლოვანი სწავლობდა.

სსიპ ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლა

გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა — დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს.🙏
ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის.
სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე