უბედური შემთხვევა გორში. რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა გორში. რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

17-01-2025 18:14
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 2493

გორში, რკინიგზის  სადგურის დასახლებაში მამაკაცი დაიწვა. ადგილობრივების თქმით  გარდაცვლილი დარაჯად მუშაობდა, სადაც მას ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული და ცეცხლი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები,  ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

"თრიალეთი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე