რეკლამა

ინოვაციური კრიპტოწელი MyCoins.ge-სგან

ბევრი თქვენგანი ალბათ კარგად იცნობს საქართველოში ყველაზე პოპულარულ და ინოვაციურ კრიპტოსივრცეს MyCoins.ge-ს, რომელმაც სულ რაღაც ნახევარ წელიწადში არაერთი საინტერესო და ამავდროულად ექსკლუზიური პროდუქტი შემატა ქართულ კრიპტობაზარს, მათ შორისაა თანამედროვე, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული კრიპტოსივრცე - MyCoins.ge, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა. ჩვენ მცირედი გამოკითხვა ჩავატარეთ MyCoin-ის მომხმარებლებს შორის, იმის გასარკვევად თუ რატომ არჩიეს მათ აღნიშნული კრიპტოსივრცე. და მაინც რა მოსწონთ მომხმარებლებს MyCoins-ში? თანამედროვე და მარტივი ინტერფეისი - MyCoins.ge-ზე თქენ ვერ შეხვდებით არარელევანტურ სერვისებსა და ფუნქციებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოვალუტის მომხმარებლებისათვის. ის რაც მხოლოდ MyCoins-ზეა - კრიპტორობოტი, რომელიც უამრავ დროსა და ფინანსებს უზოგავს MyCoins-ის მომხმარებლებს, მიეცით მას შეჩერების/Stop ან მარკეტ/Market ორდერის დავალება, თავად დარწმუნდით მის უპირატესობებში. უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონე - MyCoins-ის გუნდი მომხმარებლებს ამ მხრივაც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს, MyCoins-ის ანგარიშები უსაფრთხოების მთელი არსენალით არის შეიარაღებული, რაც მას კიდევ ერთ დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ სფეროს წარმომადგენელთა თვალში. ყველგან და ყოველთვის - MyCoins-ის მობილური აპლიკაცია, მართლაც, რომ კომფორტის ზონაა მომხმარებლებისათვის, რომელიც იმაზე მეტს სთავაზობს მათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Blog.MyCoins.ge - ბლოგ გვერდი, რომლის მეშვეობითაც MyCoins-ის მომხმარებლები, და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები არიან მუდმივად ინფორმირებულნი კრიპტო სიახლეებისა თუ ტენდენციების შესახებ. საზღვრებს მიღმა - გარდა ტრადიციული სერვისებისა, MyCoins-ი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კრიპტო/ბლოკჩეინ კონფერენციებისა და ღონისძიებების მსვლელობებში, რაც ქართველ კრიპტომოღვაწეებს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას არ გამოტოვონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრიპტომოვლენები და აქტიურად ჩაერთონ მასში.

დამკვეთი: MyCoins