შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თბილისში ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, “ტროფი“ მიიღო. ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.

კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები და საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი).