შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 105.2 მილიონი დოლარი შეადგინა

თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თვიურ ჭრილში შემცირებულია, ხოლო წლიურად გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 105.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში 114 მლნ დოლარი, ხოლო 2021 წლის თებერვალში – 13.7 მლნ აშშ დოლარი იყო.