საწვავის იმპორტი14,9%-ით გაიზარდა – ქვეყნები, საიდანაც ნავთობპროდუქტები შემოდის

საწვავის იმპორტი14,9%-ით გაიზარდა – ქვეყნები, საიდანაც ნავთობპროდუქტები შემოდის

13-03-2023 06:20
კატეგორიები: ეკონომიკა ეკონომიკა

2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 90 ათასი ტონა.

„კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 54,8 ათასი ტონა (59,2%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 35,4 ათასი ტონა (38,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 2,3 ათასი ტონა (2,5%).

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 35,6 ათასი ტონა – 19,5%; აზერბაიჯანი – 34,9 ათასი ტონა – 19,1%; რუსეთი – 29,2 ათასი ტონა – 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა – 12,6%; თურქეთი – 3,6 ათასი ტონა – 2%; საბერძნეთი – 2,5 ათასი ტონა – 1,4%; სეიშელი – 0,5 ათასი ტონა – 0,3%; ყაზახეთი – 0,3 ათასი ტონა – 0,2%,“-აღნიშნულია იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 349


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!