„ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს და გაანადგურეს. ალტერნატიული ბაზრები არ გვიპოვია“ – ზეთის იმპორტიორი

„ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს და გაანადგურეს. ალტერნატიული ბაზრები არ გვიპოვია“ – ზეთის იმპორტიორი

13-03-2023 06:22
კატეგორიები: ეკონომიკა ეკონომიკა

ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს და გაანადგურეს. ალტერნატიული ბაზრები არ გვიპოვია – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ზეთის იმპორტიორი კომპანიის „ჩირინას“ დამფუძნებელმა განუცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტიორ 5 ყველაზე დიდ კომპანიას შორის ერთ-ერთი სწროდედ ,,ჩირინაა“.

რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიას ზეთის იმპორტი შეჩერებული აქვს.

„ჩვენ ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა დაბომბეს და გაანადგურეს. ამ დრომდე ალტერნატიული წყაროები, რომ სხვა ბაზარზე გადავერთოთ, ნაპოვნი არ გვაქვს, რადგან შავ ზღვაში უკრაინის გარდა ყველა მხრიდან ხდება იმპორტი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. შესაბამისად, ზეთის იმპორტი შევაჩერეთ“ – ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,914 ტონა ზეთი შემოვიდა, აქედან 1,469 ტონა რუსეთიდან, 239 ტონა უკრაინიდან, 204 ტონა კი, აზერბაიჯანიდან.

პოსტი ნახა: 505


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!