შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ქვემო ქართლში ცხოვრობს – როგორია საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა

მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 635 769 ადამიანი იღებს. აქედან, 200 191 პირს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები ქვემო ქართლში ცხოვრობს (საერთო რაოდენობის 13,8%), რომელსაც თბილისი (13,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,2%) მოსდევს.

2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ქვემო ქართლი – 88 704 ადამიანი
  • თბილისი – 85 711 ადამიანი
  • სამეგრელო ზემო სვანეთი – 77 982 ადამიანი
  • იმერეთი – 76 784 ადამიანი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 67 321 ადამიანი
  • კახეთი – 62 513 ადამიანი
  • შიდა ქართლი – 52 888 ადამიანი
  • გურია – 25 304 ადამიანი
  • სამცხე ჯავახეთი – 19 054 ადამიანი
  • მცხეთა მთიანეთი – 17 221 ადამიანი
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13 175 ადამიანი