მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში „მომავლის სამიტის“ მონაწილეებს მიმართა.
აღნიშნული ფორმატი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გერმანიის კანცლერის ორგანიზებულია.
„გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა“, -განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ორ დღეში გაეროს უმაღლეს ტრიბუნას დაიკავებს. დაგეგმილია ორმხირივი შეხვედრებიც.