კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს

კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს

07-12-2023 04:32
კატეგორიები: პოლიტიკა

კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი შარიფაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა და თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც გასცემდა.

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდა. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან", - განაცხადა გიორგი შარიფაშვილმა.

პოსტი ნახა: 375


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!