ირაკლი კობახიძე - თუკი რომელიმე მოხელეს სანქციების გამო რაიმე პრობლემა წარმოექმნება, სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსურ დანაკლისს - კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ირაკლი კობახიძე - თუკი რომელიმე მოხელეს სანქციების გამო რაიმე პრობლემა წარმოექმნება, სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსურ დანაკლისს - კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

20-12-2024 15:33
კატეგორიები: პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეზე, რომელსაც დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპენსაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებიდან წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 150


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!