როგორ გვეხმარება მილდრონატი ფიზიკური და ემოციური რესურსების აღდგენაში?

როგორ გვეხმარება მილდრონატი ფიზიკური და ემოციური რესურსების აღდგენაში?

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

ქრონიკული დაღლილობა 21-ე საუკუნის სინდრომია. ამ დროს ადამიანი მენტალურად, ფიზიკურად და ემოციურად იფიტება და ცხოვრების აქტიურ რიტმს ეთიშება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ პრობლემას და დროულად მივმართავთ შესაბამის სპეციალისტს, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოვერევით მას.

მელდონიუმის შემცველი მეტაბოლური პრეპარატები, როგორიცაა მილდრონატი, ეფექტიანი საშუალებაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომისას. ასევე იცავს ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკისგან.

მას ახასიათებს პოზიტიური გავლენა ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ამცირებს დარღვევებს გამოჯანმრთელების პერიოდში, ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში. ამასთან, მისი მიღებისას უმჯობესდება პაციენტების ზოგადი ნევროლოგიური მდგომარეობა.

მელდონიუმი ოპტიმიზაციას უწევს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოცულობის გადანაწილებას, იშემიური კერების სასარგებლოდ და ზრდის ნეირონების გამძლეობას ჰიპოქსიის პირობებში. 

პრეპარატი ეფექტიანია ბრონქული ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, როგორც იმუნომოდულატორი კომბინირებულ თერაპიაში. ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენციის სინდრომისას, სპეციფიურ თერაპიასთან  კომბინაციაში.

როგორ უნდა მიიღოთ მილდრონატი? 

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში მილდრონატი ინიშნება  0,5-1,0 გ. დღეში, მთლიანი დოზის ერთდროულად მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას;
  • კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე პრეპარატი უნდა მიიღოთ 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 დღეს;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში, თავდაპირველად ინიშნება მილდრონატის ინიექციები 10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ უნდა გადახვიდეთ კაფსულების მიღებაზე, დოზით - 0,5 -1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას.
  • გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვების შემთხვევაში მოზრდილებს ინიშნება  0,25 გ მილდრონატი პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს. თუ ამის აუცილებლობაა, მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ. 
  • ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 0,5 გ. დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსია 4-6 კვირა. 
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში პრეპარატი მიიღება პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.
  • ბრონქული ასთმის დროს უნდა მიიღოთ პრეპარატის 0,25 გ პერორალურად ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში, ბრონქოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში.
  • მილდრონატს იღებენ სპორტსმენები, ვარჯიშის წინ - 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში შეადგენს 14-21 დღეს, ხოლო შეჯიბრებების პერიოდში - 10-14 დღეს;

განმეორებითი კურსების ჩატარება ჩვეულებრივ ხდება 2-3-ჯერ წელიწადში, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ამგზნები ეფექტის გამო, მილდრონატის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. 

საშიშია თუ არა დოზის გადაჭარბება? 

პრეპარატის არატოქსიურობიდან გამომდინარე, დოზის გადაჭარბება პაციენტის სიცოცხლისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), რასაც თან ერთვის შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე.

რა გვერდითი მოვლენები ახლავს მილდრონატის მიღებას? 

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, მილდრონატსაც აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა: ალერგიული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია; აგზნება, ძილის დარღვევები, აკვიატებული აზრები, შიშის შეგრძნება; თავის ტკივილი, პარესთეზია, შემცივნება, ჰიპესთეზია, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა,  „გულის წასვლის“ შეგრძნება, ცნობიერების დაკარგვა; დისკომფორტის შეგრძნება და ტკივილი გულ-მკერდის არეში, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია/სინუსური ტაქიკარდია.

პოსტი ნახა: 136


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!