საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.