მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 635 769 ადამიანი იღებს. აქედან, 200 191 პირს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები ქვემო ქართლში ცხოვრობს (საერთო რაოდენობის 13,8%), რომელსაც თბილისი (13,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,2%) მოსდევს.
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ქვემო ქართლი – 88 704 ადამიანი
- თბილისი – 85 711 ადამიანი
- სამეგრელო ზემო სვანეთი – 77 982 ადამიანი
- იმერეთი – 76 784 ადამიანი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 67 321 ადამიანი
- კახეთი – 62 513 ადამიანი
- შიდა ქართლი – 52 888 ადამიანი
- გურია – 25 304 ადამიანი
- სამცხე ჯავახეთი – 19 054 ადამიანი
- მცხეთა მთიანეთი – 17 221 ადამიანი
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13 175 ადამიანი
პოსტი ნახა: 314