1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. “ქართული ოცნების” VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.
მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა.