არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით , - ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა
„დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან – მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა, დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და სხვა წესების გამო, მე, როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი, რა ღირებულებებით ცხოვრობენ, რა პრინციპიებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების ქართველ ხალხთან ერთობით, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მათი პოზიცია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარაძის პოზიცია, ვაცხადებ არანაირი შეწყალებით მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება.
ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით. თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი კოშმარი და კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს აქვს. ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება – და ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას, ერთიანობას და არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთიანობის ხაზის დაჭერას”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.