30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ-კონგში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ-კონგში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!