13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

12-11-2025 15:37
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 529
"ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00-დან 20:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
 
შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არებულ საგზაო მონაკვეთს. გარდა ამისა, გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.
 
შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
 
აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს." - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე