13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს

13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს

27-09-2025 11:05
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 354

სამართალდამცავებმა 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცმა დანაშაულებრივი ქმედება პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში ატვირთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნ.ჩ დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე