🔴 პოლიციამ მარნეულში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, სარფის საზღვარზე დააკავა

🔴 პოლიციამ მარნეულში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, სარფის საზღვარზე დააკავა

1 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 29

🔴 პოლიციამ მარნეულში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, სარფის საზღვარზე დააკავა

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე