15 წლის ბიჭს პარკში მეხმა დაარტყა და გადარჩა

15 წლის ბიჭს პარკში მეხმა დაარტყა და გადარჩა

21-06-2025 11:33
კატეგორიები: შემთხვევა მსოფლიო
პოსტი ნახა: 846

აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, 15 წლის ბიჭს მეხმა დაარტყა და გადარჩა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ბიჭის განცხადებით, “მას ძალიან გაუმართლა, რომ მეხის დაცემის შემდეგ გადარჩა”.

15 წლის იასინ ხალიფა მეგობრებთან ერთად, ცენტრალურ პარკში იმყოფებოდა, როდესაც ჭექა-ქუხილი დაიწყო.

მან მედიას განუცხადა, რომ ქარიშხლის დასრულებამდე მათ პარკში დარჩენა გადაწყვიტეს. ის ხეს ეყრდნობოდა, როდესაც მეხი ხეს დაეცა და მან გონება დაკარგა. შემთხვევის შემდეგ მისმა მეგობრებმა 911-ში დარეკეს და მაშველები გამოიძახეს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე