15 წლის თამუნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირდება

15 წლის თამუნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირდება

04-09-2025 22:18
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1215

15 წლის თამუნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირდება. ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­მუ­ნას დედა, გაბუნია ქრისტინე ავ­რცე­ლებს. გო­გო­ნას ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს. რო­გორც დედა ამ­ბობს, აქვს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ებს ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ოჯახს არ აქვს.

"მე ვარ მარტოხელა დედა. ჩემი 15 წლის შვილი, თამუნა, მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის დეტალური გადაღება და ხანგრძლივი მკურნალობა.

ჩვენ ქირით ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და ახლა მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს. გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი შვილის გადასარჩენად – თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს!" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხის ჩა­რი­ცხვა ან­გა­რი­შებ­ზე:

თი­ბი­სი ბან­კი - GE81TB7722945068100048

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი - GE39BG0000000589168699

"თუკი არ შეგიძლიათ თანხით დახმარება, ძალიან გთხოვთ მაინც გააზიაროთ ეს პოსტი – იქნებ ვიპოვოთ კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია პატარა თამუნას იმედის მიცემა...

დიდი მადლობა ყველას წინასწარ! ღმერთმა გილოცოთ სიკეთე და ჯანმრთელობა!"



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე