17 აპრილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს და დათბება

17 აპრილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს და დათბება

14-04-2025 14:09
კატეგორიები: საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს და დათბება.

ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

პოსტი ნახა: 1000


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე