18 წლის მამაკაცს, რომელსაც, შსს-ის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთით სოფელ კაბალის მკვიდრი უნდა მოეკლა, პატიმრობა შეეფარდა

18 წლის მამაკაცს, რომელსაც, შსს-ის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთით სოფელ კაბალის მკვიდრი უნდა მოეკლა, პატიმრობა შეეფარდა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 154

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 18 წლის პირს, რომელსაც შსს-ის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთით სოფელ კაბალის მკვიდრი უნდა მოეკლა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ის დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

სხდომაზე პროკურორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაეთანხმა თავად ბრალდებულიც.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ლალი ჩაველაშვილის ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულს, საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე