20 ივლისამდე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ივლისამდე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13-07-2025 15:25
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 658

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფ. დიოკნისი) ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე