2022 წელს, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული

2022 წელს, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული

07-09-2023 05:18
კატეგორიები: საინტერესო ამბები

2022 წელს, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია.

„2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან დაფიქსირდა 3 მასობრივი უბედური შემთხვევა. დაშავებულთაგან 87 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი 11; კაცი 76); 243 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 58; კაცი 185)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 333


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!