საერთაშორისო ბირჟაზე, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად კი საწვავის ფასი საქართველოშიც იზრდება.
ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ზოგიერთი კომპანიის მიერ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. წარმოგიდგენთ საწვავის ფასებს გასამართი სადგურების ქსელების მიხედვით:
Socar Georgia Petrolium-ის შემთხვევაში ბენზინის გარკვეული სახეობები და დიზელის ფასი ბოლოს 5 სექტემბერს გაიზარდა და ნანო პრემიუმის ფასი 4 თეთრით, ნანო ევრო რეგულარის 4 თეთრით, ევრო 5 დიზელის 5 თეთრით, ნანო ევრო დიზელის კი 3 თეთრით გაძვირდა. დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.70
ნანო პრემიუმი - ₾3.03
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.78
ევრო 5 დიზელი - ₾3.00
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.08
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლოს 6 სექტემბერს შეიცვალა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლიათ:
ეკო სუპერი - ₾3.68;
ეკო პრემიუმი - ₾3.08, გაძვირდა 4 თეთრით;
ეკო დიზელი - ₾3.17, გაძვირდა 3 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.12, გაძვირდა 3 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.82, გაძვირდა 4 თეთრით;
დიზელ ენერჯი - ₾3.07, გაძვირდა 3 თეთრით;
ვისოლ გაზი - 1.64
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება პირველ სექტემბერს ფიქსირდება. შედეგად საწვავის ფასები სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.45, გაძვირდა 4 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.09, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.89, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი - ₾2.79 ლარი, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.15, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.05, გაძვირდა 10 თეთრით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.