2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა

2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა

9 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა, რაც 60.5%-ით ნაკლებია 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე - 163 480 მოქალაქეზე.

საქსტატის გარე მიგრაციის მაჩვენებლების თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 65 436 ქართველი ემიგრანტი დაბრუნდა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოდან წავიდა. მათი რაოდენობა წლიურად 28%-ითაა შემცირებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიგრაციული სალდო (სხვაობა ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულ და უკან დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის) დადებითი იყო და 842 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლებში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, რაც ნიშნავს, რომ ემიგრანტების რაოდენობა იმიგრანტებს აჭარბებდა.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, რომელშიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხვდებიან, 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34% შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო 14 386 იყო. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

გასულ წელს, იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ. სტატისტიკაში მეორე ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ. გასულ წელს ქვეყანაში 23 574 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 25 612 წავიდა.

პოსტი ნახა: 195


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე