2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 133.6 ათასი ტონით გაიზარდა

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 133.6 ათასი ტონით გაიზარდა

25-04-2025 20:32
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 959

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 133.6 ათასი ტონით (27.4%) მეტია.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა.

„2024 წელს ყურძნის წარმოება – 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის – 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატმის და ვაშლატამას კი 10.4 ათასი ტონით (35.4%) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვანი კულტურებშიც, მათ შორის მნიშვნელოვანი მატებაა თხილის, მსხლის, კენკროვანი ხილისა და სხვა კულტურების წარმოებაში. თხილის წარმოება – 17.1%-ით (6.3 ათასი ტონა), მსხლის – 20.2%-ით (1.9 ათასი ტონა), ხოლო კენკროვანი ხილის 32.8%-ით (1.9 ათასი ტონა) გაიზარდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე