კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს უახლესი მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მარკეტებში 1 კგ. ყველის საშუალო გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი რუსეთშია და 11.24 დოლარს (887 რუბლი) შეადგენს. მეორე ადგილზე კი თურქეთია, სადაც ყველის საშუალო ფასი 9.55 დოლარის (409 ლირა) ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და თურქეთს რეიტინგში მოსდევს საქართველო. კერძოდ, კვლევის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა მარკეტში 1 კგ. ყველის საშუალო ფასი 8.03 დოლარს (21.56 ლარი) შეადგენს.
სამეზობლოში მეოთხე ადგილს სომხეთი იკავებს. Numbeo-ს ცნობით, 1 კგ. ყველის საშუალო ფასი სომხეთში 7.66 დოლარს შეადგენს, რაც 2 922 სომხური დრამის ეკვივალენტია.
მარკეტებში 1 კგ. ყველის ფასი ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. ამავე მონაცემების მიხედვით, ფასი საშუალოდ 4.49 დოლარის ფარგლებშია (7.63 აზერბაიჯანული მანათი).