4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება - სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება

4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება - სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 317

2025 წლის 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ ადამიანებს, რომელთა პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს, ახლით ჩანაცვლება არ მოუწევთ და სარგებლობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. ხოლო, ვინც 4 ივნისიდან რაიმე მიზეზით ახალ მოწმობას აიღებს, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობას მიიღებს.

ახალი პირადობის მოწმობის აღების სტანდარტული ფასი 65 ლარია და 10 სამუშაო დღეში მზადდება.

პირადობისმოწმობისსაფასურისგადახდისაგანთავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;
  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
  • სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
  • პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე