40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს, შესაძლოა გადასახადი დაუწესონ - ინიციატივა, რომელიც  მამაკაცებს  შეეხებათ ( რუსეთი)

40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს, შესაძლოა გადასახადი დაუწესონ - ინიციატივა, რომელიც მამაკაცებს შეეხებათ ( რუსეთი)

17-05-2025 16:17
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1317

რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს, შესაძლოა გადასახადი დაუწესონ. ინიციატივით ტელეწამყვანი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი გამოვიდა.

დეკანოზმა ანდრეი ტკაჩევმა განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებული უშვილო მამაკაცები უნდა დაიბეგრონ, რათა მათი ცხოვრების წესი "სტიგმატიზირებული" იყოს.

"უშვილობის გადასახადი მაღალი არ უნდა იყოს. სიმბოლური უნდა იყოს, რათა სტიგმატიზაცია განიცადონ - ორმოცი წლისაა და უშვილო," - განაცხადა ტკაჩევმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე