5 თვე გავიდა ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაანონსებიდან და საპარლამენტო კომისიის შექმნის, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!  საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება  - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 32

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

5 თვე გავიდა ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაანონსებიდან და საპარლამენტო კომისიის შექმნის, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სასურსათო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა, კერძოდ, თევზეული გაძვირებულია 21.3%-ით, ხილი 11.8%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.%-ით, ბოსტნეული 9.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.7%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 7.3%-ით და რძე, ყველი და კვერცხი 4.5%-ით.

გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს ელექტროენერგია 1-ელი აპრილიდან 30%-ით გაუძვირა.

ფასების ზრდასთან ერთად, „ქართული ოცნება’’ ჯარიმებსა და საჯარო სერვისების ფასებსაც ზრდის, რაც მოქალაქეებისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის:

50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50-დან 75 ლარამდე გაიზარდა ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება;

100-დან 150 ლარამდე პასპორტის აღება;

30-დან 60 ლარამდე პირადობის მოწმობის აღება;

55-დან 150 ლარამდე გაიზარდა ქონების რეგისტრაცია;

70-დან 200 ლარამდე გაიზარდა ავტომობილის რეგისტრაცია.

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვას შორის“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა, - ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.  პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე კალასი ერევანში ევროკავშირი-სომხეთის სამიტს დაესწრება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი რომ დაუყადაღა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე, ვიდრე 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევდნენ, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც, სხდომათა დარბაზი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე