76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად - პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება

76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად - პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება

19-05-2025 15:20
კატეგორიები: საზოგადოება მსოფლიო
პოსტი ნახა: 934

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავიდა ქმარ-შვილთან ერთად, ამჟამად კვიპროსში ცხოვრობს. სწორედ კვიპროსში დაიწყო მისი 53 წლის ქალიშვილის, მომღერალ კრისტინა ორბაკაიტეს ევროპული ტურნე. ალა 11 წლის ტყუპთან - გარისა და ლიზასთან ერთად დაესწრო. მართალია, 76 წლის პრიმადონას სიარული აშკარად უჭირს და ძალიან ნელა გადაადგილდება, თუმცა გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება.

რუსეთიდან წასვლის ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი პირველ ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კვიპროსში გადავიდნენ, თუმცა მათი გარემოცვის თქმით, ბოლო პერიოდია წყვილის შვილები, ლონდონში ცხოვრობენ და სწავლობენ. თავად პუგაჩოვა, როგორც წყაროები აკონკრეტებენ, კვიპროსში პრაქტიკულად მარტო ცხოვრობს, რადგან გალკინიც ხშირად იმყოფება გასტროლებზე.

"აქ ბავშვებისთვის სწავლისთვის შესაფერისი ადგილი ვერ იპოვეს. ამიტომ გალკინმა ჰარი და ლიზა ლონდონში გაგზავნა, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ბავშვები მშობლებთან მხოლოდ დასასვენებლად ჩადიან."

ალა პუგაჩოვა 1949 წლის 15 აპრილს დაიბადა მოსკოვში. 1965 წლიდან სცენაზე დგას.

ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მაქსიმ გალკინი მისი მეხუთე ქმარია. სამი შვილი ჰყავს - უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე, რომლისგანაც შვილიშვილებიც შეეძინა, და ტყუპი ქალ-ვაჟი მაქსიმ გალკინთან ქორწინებიდან.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე