84 წლის ასაკში თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ინგა თევზაძე გარდაიცვალა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

84 წლის ასაკში თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ინგა თევზაძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 15

84 წლის ასაკში თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ინგა თევზაძე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე.

ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს - ქართულ ნაციონალურ ბალეტს. ნათელში იყოს მისი სული“, - ნათქვამია „სუხიშვილების“ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე