ზოგადი რეკომენდაციები
დღე ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუმცა, რეკომენდებულია მოერიდოთ კამათს, სასამართლო საქმეებსა და ნიშნობის ან ქორწინების დაგეგმვას. კარგია ახალი საქმეების დაწყება, ვაჭრობა, სწავლა, შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობა, მოგზაურობა.
არ არის რეკომენდებული: კამათი, სასამართლო პროცესები, ნიშნობა და ქორწინება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
შესაძლებელია არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი და უგუნებობა. გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ .
ვერძი:
აქტიური დღეა, თუმცა საოჯახო საქმეების მიმართ ნაკლები ინტერესი გექნებათ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან გართობას.
კურო:
ენერგიული ხართ და გსურთ პროდუქტიულად გამოიყენოთ ეს ენერგია. დღე შესაფერისია ნანატრი ნივთების შესაძენად.
ტყუპი:
დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის და სოციალური ღონისძიებებისთვის. იყავით აქტიური და შეკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც გსურთ დროის გატარება.
კირჩხიბი:
შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები. ეცადეთ, არ მისცეთ სიზარმაცეს საშუალება, რადგან ფინანსური სირთულეები გელით. ძველი მეგობრის რჩევა ძალიან გამოგადგებათ
ლომი:
ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ოჯახური წვეულებისთვის. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათ
ქალწული:
დღე არაა ხელსაყრელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ
სასწორი:
შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი ან მოქმედება არასწორად გაიგოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი
მორიელი:
ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ .
მშვილდოსანი:
შესაძლებელია, საქმიან წინადადებას მიიღოთ, მაგრამ არ იჩქაროთ დათანხმება. შესაძლებელია, ოჯახური პრობლემების მოგვარება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ.
თხის რქა:
ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის. შესაძლებელია, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ.
მერწყული:
დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას აპირებთ, გირჩევთ, საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ.
თევზები:
შესაძლებელია, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი საქმე შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. მეგობრის დახმარებით, ძლიერი მფარველი ან სპონსორი იპოვით.
გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადია და შესაძლოა არ ასახავდეს თქვენს პირად სიტუაციას.
წარმატებულ და მშვიდ დღეს გისურვებთ!