ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს

ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 179

სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

"საქართველოს მომავლის აკადემიის" წარმომადგენლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ [11:06] კლდიაშვილმა მისწერა, რომ აკავებდნენ. მას შემდეგ, კლდიაშვილს ვერ უკავშირდებიან.

"საქართველოს მომავლის აკადემიის" იურისტები ცდილობენ მისი ადგილსამყოფელის დადგენას.

მისი ადვოკატის განცხადებით დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ვარაუდით, კლდიაშვილის მიმართ სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე