ადვოკატი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე - ის შოკურ მდგომარეობაშია - კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო

ადვოკატი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე - ის შოკურ მდგომარეობაშია - კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო

17-03-2025 20:20
კატეგორიები: სამართალი

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ამიტომ მასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი შეუძლებელი იყო.

„მას წარედგინა ბრალდება, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საუბარი იმასთან დაკავშირებით, აღიარებს დანაშაულს თუ არა, შეუძლებელი იყო. ის შოკურ მდგომარეობაშია, ამიტომ გამომძიებელსაც ეს საკითხი არ დაუყენებია. მეც ამ თემაზე არ მისაუბრია.

ფსიქოლოგი ჰყავდა, რომლებმაც წამლები დაუნიშნა. დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული, ამიტომ კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოსტი ნახა: 978


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე