აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

11-06-2025 14:41
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 295

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.

როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, გარდა თავმჯდომარისა, აფხაზეთის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილების განხორციელება არ იგეგმება.

გამახარიას თქმითვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძის არჩევის წინააღმდეგი საბჭოს ორი წევრი იყო, რომლებსაც კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„გუშინ გვქონდა სერიოზული განხილვა და დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე ავირჩიეთ. გიორგი ჯინჭარაძემ წარმოადგინა სამთავრობო გეგმა“,- აღნიშნა გამახარიამ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე