“აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს", - განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

“აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს", - განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 26

ვფიქრობ, რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება - დასამალი არაფერი აქვს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა. პროცესს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე