აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი გაზ-გასამართ სადგურს შეეჯახა

აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი გაზ-გასამართ სადგურს შეეჯახა

01-07-2025 01:51
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1286
რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი გაზ-გასამართ სადგურს დაეჯახა. ინფორმაციას სოციოალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
"ამ წუთებში აღმაშენებლის ხეივანზე , მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა გაზ გასამართ სადგურს. დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია, თუმცა გაზი ჟონავს რაც ჩანს ვიდეოშიც... იარეთ ფრთხილად"
 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე