ტელეკომპანია თრიალეთის განცხადება 1 ივლისი 2025

ტელეკომპანია თრიალეთის განცხადება 1 ივლისი 2025

23 საათის წინ
პოსტი ნახა: 305

მიზანმიმართული შურისძიება თრიალეთზეხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას ხურავს!

ტელეკომპანიათრიალეთისმიერ გაშუქებულმა ინფორმაციამკერძოდ, უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, გორელი, ანრი ოხანაშვილის მიერ, საკუთარი მეჯვარის, კოტე ბუზალაძის გორის მერად დანიშვნის შესახებპოლიტიკური შურისძიება გამოიწვია.

ამის პასუხად, ხელისუფლებამ, ტელეკომპანიას 10-15 წლის წინანდელ საგადასახადო დავალიანებაზე, ინკასო დაუწესა.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს ტელე-რადიო კომპანიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებლობის გაგრძელებას

ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხის და ხელფასების გადახდას და შედეგი იქნება, როგორც ტელევიზიის, ისე რადიოს მაუწყებლობის გაჩერება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას იძლევაეს გულისხმობს, არა მედიასაშუალების დახურვას, არამედ მისთვის გონივრული ვადების მიცემას, დავალიანების ეტაპობრივად დასაფარად.

არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომლებიც ბიზნესის დახურვას კი არ ემსახურება, არამედ მის გადარჩენასა და განვითარებას.

ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას!

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიანობასმოგვეცით შესაძლებლობა, ვიმუშაოთ და დავფაროთ დავალიანება კანონის ფარგლებში!

ნუ შეწყვიტავთ ჩვენს მაუწყებლობას, იმ სიუჟეტებისა და ინტერვიუების გამო, რომლებიც ჩვენს ეთერში გავიდა!

ნუ ისჯებათრიალეთითავისუფალი სიტყვისთვის!

ნუ დახურავთ 35 წლის ტელევიზიას, რომელიც პირველი იყო, ვინც მხარი დაგიჭირათ და, ბიძინა ივანიშვილის დაქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა!

იმ დროს, თქვენც ხომ უჭერდით მხარს მედიის თავისუფლებას!

მივმართავთ, პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს:

ნუ დაგვხურავთ!

მოგვეცით გონივრული ვადა ვალის გადასახდელად!

ნუ გაწირავთ თავისუფალ მედიას, პოლიტიკური შურისძიებისთვის!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე