აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს

18 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 46

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებილი თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.

„ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი დარტყმებისთვის „დიდ ფასს“ გადაიხდიან.

„შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, - განაცხადა შეკარჩიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე