ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 162

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყენის განმარტებით, ფაქტზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე