ახალციხეში, N6 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მოსწავლე გზაზე გადარბოდა, რა დროსაც გზაზე მიმავალს მანქანას დაეჯახა. მანქანამ დამუხრუჭება დროულად შეძლო.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.
შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.