ახალციხეში მეორე სართულიდან 70 წლამდე ქალი ჩამოვარდა

ახალციხეში მეორე სართულიდან 70 წლამდე ქალი ჩამოვარდა

06-06-2025 19:15
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 704

დღეს, 6 ივნისს ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეორე სართულიდან ქალი ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, კლინიკაში გადაიყვანა.

 თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი აივანზე იმყოფებოდა, მოულოდნელად  იატაკი ჩაინგრა და ჩამოვარდა.

"70 წლის იქნება, გონზე იყო როცა კლინიკაში წაიყვანეს. რა მოხდა არ ვიცით, აივნის ფიცარია ჩამონგრეული", – გვითხრა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

 ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე