ახალციხის ბაგა–ბაღში, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ახალციხის ბაგა–ბაღში, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

7 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. შენობის კარი დალუქულია.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა გაერკვია რა გახდა 5 მაისს მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურში არ ამბობენ, რა მდგომარეობაში დახვდათ ბავშვი ადგილზე მისულ სამედიცინო ჯგუფს.

რედაქცია დაუკავშირდა ახალციხის კლინიკა „იმედსაც“, სადაც სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, მცირეწლოვანი გადაიყვანა. „იმედის“ კლინიკური მენეჯერის, მზია კაკოშვილის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვს უკვე უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები და დამატებით ვერაფერს გვეტყვის.

რედაქციამ ბაგა–ბაღის დირექტორთან დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან სავარაუდოდ, ის დაკითხვაზე იმყოფება.

2 წლის ბავშვი კერძო ბაღში 5 მაისს გარდაიცვალა. ერთ–ერთი ვერსიით, ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს კი გარდაცვლილი დახვდა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, ჩატარებული ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

პოსტი ნახა: 367


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე