სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არჩევნები კანონით დადგენილ საბოლოო ვადამდე ადრე ჩატარდება. ვნახავთ, რას იტყვის ხალხი. არჩევნები აუცილებლად იქნება. მე პოლიტიკური ვეტერანი ვარ და არ მაქვს უფლება, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო. კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც კი არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო. მე დიქტატორი არ ვარ. ჩემი საპრეზიდენტო კარიერა წელიწად-ნახევარში დასრულდება“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს და არჩევნებში მეორედ 2022 წელს გაიმარჯვა.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ვადით არის შესაძლებელი.